საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების მიმართვა
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას
1921 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო
საქართველოს კონსტიტუცია; შესაბამისად, 21 დეკემბერი საქართველოსათვის სიმბოლური თარიღია.
ამ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის
ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის გამომცხადებელი დეპუტატები - საქართველოს უზენაესი საბჭოს
წევრები. დეპუტატებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას;
მიმართვის მოკლე შინაარსი ასეთია:
I.
სახელმწიფო „საქართველოს“ კონსტიტუციის (1995 წლის
24 აგვისტოს რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი
პუნქტით „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21
დეკემბრის მდგომარეობით“.
აღნიშნული ნორმა
წინააღმდეგობაშია ამავე კონსტიტუციის 1.1 მუხლთან; კერძოდ, ეწინააღმდეგება 1991 წლის
31 მარტის რეფერენდუმის შედეგების და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სულისკვეთებასა და სამართლებრივ შინაარს; შესაბამისად,
კონსტიტუციის 2.1.მუხლი „საქართველოს სახელწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის
21 დეკემბრის მდგომარეობით“ შეიცვალოს შემდეგი ჩანაწერით:
„საქართველოს სახელმწიფოს
საზღვრები განისაზღვრება 1991 წლის 9 აპრილის მდგომარეობით“.
პატივცემულ
მკითხველს შევახსენებთ, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით უნდა განისაზღვროს იმ 11 რესპუბლიკის საზღვრები,
რომლებიც წარმოიქმნენ 1991 წლის 21 დეკემბერს „ალმა-ათის დეკლარაციით“. მათგან გასხვავებით,
საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს 1991 წლის 31
მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე.
II.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები წინააღმდეგნი
არიან საქართველოს ფედერაციული ან კონფედერაციული მოწყობისა; შესაბამისად, მიაჩნიათ,
რომ საქართველსო კონსტიტუციაში არ უნდა იყოს მე-4 მუხლის I პუნქტი, რომლის
მიხედვითაც პარლამენტი წარმოდგენილია ორი პალატის სახით: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.
არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საქართველო უნდა იყოს უნიტარული
სახელმწიფო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული სტატუსის აღიარებით.
III
საქართველოს კონსტიტუციის 1.1. მუხლში: ჩანაწერი: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში“ შეიცვალოს ჩანაწერით:
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორირიაზე“.
მიმართვაზე ხელს
აწერენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს I მოწვევის (1990წ.)
დეპუტატები:
ალექსი არაბული, იური ბურკაძე, ფირუზ დიაკონიძე, თენგიზ
დიხამინჯია, ავთანდილ იმნაძე, პაატა კოღუაშვილი, რობერტ პეტრიაშვილი, ავთანდილ რცხილაძე, ანზორ საკანდელიძე,
ნიკა სანებლიძე, აპოლონ სილაგაძე, დავით ტაბიძე, გივი ურიადმყოფელი, დალი ფიროსმანიშვილი,
ტარიელ ფუტკარაძე, თამაზ ყურაშვილი, ნუგზარ შავთვალაძე, ლადო ცოფურაშვილი, გელა ჩორგოლაშვილი.
თბილისი, პარლამენტის
ბიბლიოთეკა, 21.02.2017 წ.







No comments:
Post a Comment