Monday 16 October 2017

Present-day Batumi: Conflicts of Interests and Perspectives



Prof. Dr. Tariel Putkaradze /St. Andrew the first-called Georgian University/

Present-day Batumi: Conflicts of Interests and Perspectives

Both current problems and perspectives of Batumi (Adjara) are conditioned by its historic past, that is the reason short history of Batumi will be presented below:

Judging by the area where archeological culture of Kolkheti is spread, Adjara (with its current borders) represents the central coastal region of Kolkha/Kilkha, later Kartli/Sakartvelo, where the autochtone population is the Georgian (present-day Adjarians, Laz, Gurians). This part of Georgia has historically had important geopolitical functions: The Chorokhi Valley was one of the most important parts of the ‘Great Silk Road’. Taking into consideration the borders of Georgia suggested by Leonti Mriveli, Adjara has historically comprised the Adjara Water Alley and part of the Chorokhi Gorge – from Adjaristskali to the Sea.

Until the 17th century, Adjara, namely the Batumi region, was an organic part of Georgia: Adjara was part of Odzrkhi Saeristavo and periodically it belonged to Egrisi. In the XIII-XV centuries, Batumi was run by the Dadianis and finally by the Gurielis.

In the XVII-XIX centuries, a large part of historical Meskheti (Adjara with Machakhela, Livana, Shavsheti, Tao, Lazeti, Erusheti, Samtskhe-Javakheti) was conquered by the Ottoman. With the intention to obtain eternal mastery of this historical Georgian territory, Ottomans tried to spread Muslim religion and the Turkish language in order to change awareness of the historical population of this part of Georgia serving the interests of the invaders. 

Under the 1878 Treaty of Berlin, Russia conquered one part of the Batumi region (half of Adjara, Machakhela, Livani and Lazeti). Until 1991 - until the restoration of independence of Georgia - Batumi was ruled by Russia or the Russian Communist Empire. The Russian government actively tried to change the demographics of the Batumi region; On the one hand, they helped to extinguish exiled Georgians from the center of Batumi to the middle of Turkey (so-called Muhajir period), and, on the other hand, to populate its loyal ethnos (Russians, Armenians ...) in Batumi; During the last two centuries, Russia has also tried to change consciousness of the local population by means of promoting atheism and domination of the Russian language.

In 1883, Russia ensured construction of the Baku-Batumi railway, reconstructed Batumi port and built the pipeline between Baku and Batumi in 1897-1907; As a result, from the beginning of the 20th century, Batumi acquired an important geopolitical functions.

On October 28, 1990, having won multi-party elections, the goal of the new national government was to complete deoccupation of Georgia - withdrawal of Russian troops from all parts of Georgia (including, Adjara) and using full potential of Batumi for the benefit of the local population and the newly restored central states of the central Georgia (that is what my strategy was oriented on when being appointed as a prefect of Batumi by the President Gamsakhurdia).

Russia's strategic goals did not correspond with Georgia's independence and leaving military bases in Georgia. In 1991-93, the military coup organized by the Russian Federation in Georgia (Putchi) and current events greatly damaged state interests of Georgia, defining the role of Batumi: in the aftermath of Putchi, foreign forces with their various interests, as well as clans of the Georgian or other origins, became active in Batumi.

Despite political instabilities, Batumi has greatly progressed for the last decade since the restoration of the independence of Georgia; It has become distinguished touristic and cultural center; however, there are plenty of problems and challenges nowadays; We consider that each problem should be carefully studied in order to appropriately plan ongoing processes in Batumi; the aim of the our report is to analyze current situation in Batumi; it is important to face all these risks and challenges that Batumi faces caused by the interests of outsiders.

The First Challenge: Maintaining tolerant environment in Adjara, in the settlement of a billion and a half Muslims and Christians.

The Second Challenge: Balancing actions and expectations of aggressive pro-Islamist and pantheistic groups by Batumi authorities (Adjarian Autonomous Republic) with a proper state position and civil activity.

The Third Challenge: Balancing actions of individual groups defending interests of Russia in Batumi with the right state position of the Government of Adjara, as well as civil activity of the public.

The Fourth Challenge: placing actions of strong clans in the framework of the security of the state and the improvement of the political spectrum.

The Fifth Challenge: Enhancing educational orientation in Batumi (Adjara) within the framework of unified strategy of education, culture and science, which will facilitate revival of identity of the autonomous population and protection of dignity of other ethnic groups.

The Sixth Challenge: Today Batumi is an important touristic and strategic economic center; Revenues of Batumi (Adjara) should be utilized for the interests of local and central budget within the framework of the protection of business interests of other countries (most of the revenues are lost by illegal businesses).

The Seventh Challenge: To Maintain an "Icon of Beloved Motherland" for Georgians living in Batumi.

The Eighth Challenge: Final violation of the medieval stereotypes of intercultural religion and nationality and understanding of the ethnic Georgian as a whole on the ground of academic perception of the ethnos.

The Ninth Challenge: despite their ethnic origin, regarding all citizens of Georgia residing in Adjara (Batumi) as part of the Georgian nation.

Friday 1 September 2017

თანამედროვე ბათუმი: ინტერესთა კონფლიქტი და პერსპექტივა

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
/საქართველოს საპატრიაქაროს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი/

თანამედროვე ბათუმი: ინტერესთა კონფლიქტი და პერსპექტივა

ბათუმის (აჭარის) თანამედროვე პრობლემებიცა და პერსპექტივებიც განპირობებულია ისტორიული წარსულით, ამიტომ, მოკლედ, ბათუმის მხარის ისტორიის შესახებ:
 კოლხური არქეოლოგიური კულტურის გავრცელების არეალით თუ ვიმსჯელებთ, აჭარა (დღევანდელი საზღვრებით) კოლხა/კილხას, შემდგომში ქართლის/საქართველოს ცენტრალური ზღვისპირა მხარეა, სადაც ავტოქთონი მოსახლეობაა ქართველობა (ამჟამინდელი აჭარლები, ლაზები, გურულები)[1].
საქართველოს ამ მხარეს ოდითგანვე არსებითი გეოპოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა: ჭოროხის ხეობა იყო "დიდი აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ სახელი ბათუმი მომდინარეობს "ბათის" Bathys ბერძნული სიტყვიდან, რაც "ღრმას" ნიშნავს; ამით ხაზი ესმება ბათუმის ნავსადგურის ანტიკურ ისტორიას ("ბათის ლიმენი" - ღრმა უბე). ვფიქრობთ, ეტიმოლოგიურად რთული ასახსნელია ბათის > ბათომ- (/ბათუმ-) პროცესი; უფრო ლოგიკურია ბათ-ომ- ფუძის დაშვება: სიტყვის ძირია ბათ-,         -ომ- კი ქართველური სუფიქსია (თორთ-ომ-, ბორჯ-ომ-, წრ-ომ-...); შესაბამისად, უფრო ლოგიკური ჩანს ს. ყაუხჩიშვილისეული ვარაუდი, რომ ბათ- ძირი დაუკავშირდეს "ქვას". "კდლეს" (შდრ., სვან. ბაჩ "ქვა")[2]:
ბათ-ომ-ი/ბათუმი - ქვიანი ადგილი, ანდა, ადგილი, სადაც კლდეციხეა. ბათუმის ტერიტორიაზე, თამარის დასახლებაში მართლაც არის ციხე[3]. ჩანს, ზღვისპირა ზოლზეც სახელი "ბათუმი" გვიან, ოსმალთა ბატონობის დროს გადმოვიდა.
ადრეული ცნობებით, ბათუმის მხარეში მოიაზრებოდა მთელი ჭოროხისწყლის ხეობა (აჭარისწყლის ხეობის ჩათვლით); საბჭოთა პერიოდში კი ბათუმის მხარე მხოლოდ აჭარით შემოიფარგლებოდა. აქვე თეზისების სახით წარმოვადგენ თვალსაზრისს აჭარის საზღვრების დინამიკის შესახებ[4]:
a.    თავდაპირველად "აჭარა" ერქვა სოფელს ამჟამინდელ ხულოს რაიონში (ახლანდელი დიდაჭარა);
b.    აჭარა (დიდი ალბათობით, ეტიმოლოგიურად, წყლიანი ადგილი) საქართველოში არსებულ რამდენიმე სხვა სოფელსა თუ უბანსაც ერქვა (იმერეთში, რაჭაში, ტაო-კლარჯეთში...); ამათგან მემატიანემ გამოარჩია ამჟამინდელი ხულოს რაიონის სოფელი აჭარა ანდრია პირველწოდებულის მიერ აქ ეკლესიის აღმართვის ფაქტის აღსანიშნავად; სწორედ პირველი ეკლესიის აღმართვის გამო, ამ ადგილის მკვიდრთა საპატივცემოდ, მმატიანემ სოფელს დიდი აჭარა უწოდა.
c.     ვფიქრობ, სოფელ აჭარის სახელმა განსაზღვრა მდინარის სახელიც: აჭარის წყალი
d.    ცნობილი სოფლის სახელი მოგვიანებით განზოგადდა მთელი კუთხის სახელადაც, თავდაპირველად, ალბათ, აჭარისწყლის ხეობის სახელად (შდრ., მაჭახელას ხეობაში არის სოფელი აჭარის აღმართი - რაც უნდა ნიშნავდეს აჭარისკენ გადასასვლელ გზასაც).
e.     ქართლის ცხოვრებაშიოძრხის საერისთავოს საზღვრების აღწერით ყველა უნდა მიხვდეს, რომ ლეონტი მროველის დროს (ლეონტი რედაქტორია და არა - ავტორი!) , აჭარის საზღვრები ზღვამდეა: მოიცავდა აჭარისწყლის ხეობას და ჭოროხის ხეობის ნაწილს -  აჭარისწყლის შესართავიდან ზღვამდე.
f.      ოსმალეთის მიერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიტაცების პროცესში თუ შემდგომ პერიოდში სხვადასხვაგვარია აჭარის, როგორც გეოგრაფიული თუ ეთნოგრაფიული მხარის, გააზრება: ფართო გაგებით აჭარაში იგულისხმებოდა დღევანდელი .. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიც და, ზოგჯერ, გაცილებით მეტი ტერიტორიაც; ვიწრო გაგებით კი მხოლოდ აჭარისწყლის ხეობა.
g.     მაშასადამე, სხვადასხვა დროს აჭარის, ასევე, ყველა სხვა კუთხის ეთნოგრაფიული საზღვრები სხვადასხვა იყო და დღეს ეს არაა არსებითი! ისტორისათვის მთავარია, რომ აჭარა ისტორიული კოლხასა თუ გვიანდელი ქართლის/ საქართველოს ორგანული ზღვისპირა ცენტრალური ნაწილი იყო. p.s. დღეს აჭარის (ან რომელიემ სხვა კუთხის) გეოგრაფიული თუ ეთნოგრაფიული საზღვრების შესახებ მძაფრი განცხადებების კეთება მხოლოდ პროვოკაციის სურვილით თუ აიხსნება. ერთიანი საქართველოს იდეის ფარგლებში საქარველოს კუთხეთა საზღვრების შესახებ სხვადასხვა დროის განსხვავებული წყაროების მონაცემთა აკადემიური ანალიზი კი სხვა თემაა[5].

მე-17 საუკუნემდე ბათუმის მხარე - ჭოროხის ხეობა (აჭარისწყლის ხელობითურთ) - საქართველოს ორგანული ნაწილია; სხვადასხვა დროს ეს ვრცელი ტერიტორია გადანაწილებული იყო ოძრხის, კლარჯეთისა თუ ეგრისის საერისთავოებს/სამთავროებს შორის. XIII-XVI საუკუნეებში ბათუმი ჯერ დადიანების, ბოლოს კი გურიელების ხელში იყო.
XVII-XIX საუკუნეებში ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი (აჭარა მაჭახელითურთ, ლივანა, შავშეთი, ტაო, ლაზეთი, ერუშეთი, სამცხე-ჯავახეთი) დაიპყრო ოსმალეთმა. ამ ისტორიული ქართული ტერიტორიის სამუდამოდ დაუფლების მიზნით ოსმალეთი ცდილობდა, მუსლიმანობისა და თურქული ენის გავრცელებით სათავისოდ შეეცვალა საქართველოს ამ ნაწილის ავტოქთონი მოსახლეობის ცნობიერება.
ოსმალეთის ბატონობის ბოლო პერიოდში ბათუმი იყო ლაზისტანის საფაშოს ცენტრი; საფაშოში შედიოდა 11 ოლქი: ბათუმი, ჩურუქ-სუ (ქობულეთი), ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი, ლივანი, გონია, ხოფა, ახროვე, ემშინა და ათინა. მას მართავდა მუთასარიფი (გუბერნატორი), რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას - ოსმალეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. ბათუმში იყო მეჯლისი, ანუ საგუბერნიო საბჭო, სასამართლო, თურქული და ბერძნული სკოლები, სამი მეჩეთი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია[6].
1878 წლის ბერლინის ტრაქტატით ბათუმის მხარის დიდ ნაწილს დაეუფლა რუსეთი, რასაც მოჰყვა გამუსლიმანებული ქართველების ოსმალეთში გადასახლების პროვოცირება და მძიმე ემიგრაციისათვის გაწირვა. 1991 წლამდე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე - ბათუმსაც მეფის რუსეთი თუ რუსეთის კომუნისტური იმპერია აკონტროლებდა. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა, შეეცვალა ბათუმის მხარის დემოგრაფია; ამ მიზნით მან, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ბათუმის მხარიდან გამუსლიმანებული ქართველების წასვლას შუა თურქეთში (ე.წ. მუჰაჯირობას)[7], მეორე მხრივ კი ბათუმში ჩამოასახლა თავისი ერთგული ეთნოსები (რუსები, სომხები...); რაც არანაკლებ მთავარია, ბოლო ორ საუკუნეში რუსეთიც შეეცადა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების შეცვლას ათეიზმისა თუ რუსული ენის გაბატონებით.
მეფის რუსეთის ინტერესებში იყო კასპიის ნავთობპროდუქტების გატანა სხვა ქვეყნებში; 1883 წელს რუსეთმა უზრუნველყო ბაქო-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა, შემდგომ პერიოდში (1897-1907) კი ბათუმის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ბაქოდან ბათუმამდე ნავთობსადენი მილის გაყვანა; ამის შემდეგ ბათუმი საერთაშორისო მნიშვნელობის ნავსადგური გახდა; შესაბამისად, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ბათუმმა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძინა[8].
რუსეთისა და თურქეთის მიერ ისტორული საქართველოს ტერიტორიის  ბოლო გადანაწილების შემდეგ (გასული საუკუნის 20-იან წლებში) ბათუმის მხარედ ითვლება რუსეთის გავლენის ველში დაჩენილი მიწა-წყალი: აჭარისწყლის ხეობა, ქვემო მაჭახელი, ლივანისა და ლაზეთის მცირე ნაწილი (კირნათ-მარადიდი; გონიო-სარფი); ამ ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნით ბოლშევიკური (კომუნისტური) რუსეთი შეცადა, ბათუმის კონტროლისათვის დამატებითი ბერკეტები მიეღო[9].

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მრავალპარტიულ და დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებული (ქართული ეროვნული მოძრაობის წიაღში შობილი) საქართველოს ახალი ხელისუფლების მიზანი იყო საქართველოს სრული დეოკუპაცია - რუსეთის ჯარის გაყვანა საქართველოს ყველა კუთხიდან (მათ შორის, აჭარიდან) და ქართული სახელმწიფოს აღორძინება; ბათუმის კონტექსტში: ბათუმის (აჭარის) პოტენციალის სრულად გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოს ახალაღორძინებული სახლმწიფოს საკეთილდღეოდ (ამაზე იყო ორიენტირებული ჩემი, როგორც პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ დანიშნული ბათუმის პირველი პრეფექტის, სტრატეგია).
რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს არ შეესაბამებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოში არსებული სამხედრო ბაზების დატოვება. 1991-93 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში ორგანიზებულმა სამხედრო გადატრიალებამ (პუტჩმა) და თანამდევმა მოვლენებმა დიდად ავნო, როგორც ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ასევე, კონკრეტულად, ბათუმის სახელმწიფოებრივი როლის გამოკვეთასაც: პუტჩის შემდგომ პერიოდში მცირერიცხოვან ადგილობრივ ჯგუფებზე დაყრდნობით ბათუმში გააქტიურდნენ მეზობელი ქვეყნების სხვადასხვა ინტერესის მქონე ძალები, ასევე, მხოლოდ პირად ინტერესებზე ორიენტირებული ქართული თუ სხვა წარმომავლობის კლანები.

პოლიტიკური რყევების მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ - ბოლო ათწლეულებში - ბათუმის აღმშენებლობა საგრძნობლად წავიდა წინ; ბათუმი გამორჩეულ ტურისტულ და კულტურულ ცენტრად იქცა; მიუხედავად ამისა, ახალ დროშიც ბევრი პრობლემა თუ გამოწვევაა; ვფიქრობ, სიღრმისეულადაა შესასწავლი თითოეული მათგანი, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესები თუ პრევენციული ღონისძიებები როგორც ბათუმში, ასევე, ზოგადად, ბათუმის მხარეში; წარმოდგენელი მოხსენების მიზანია ბათუმში ამჟამად არსებული ვითარების ანალიზი.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ერთგულ პოლიტიკურ სპექტრს კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოსათვის ბათუმის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა; მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში ბათუმის ოფიციალური სტრუქტურები სრულადაა დაქვემდებარებული საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, შესაბამისად, ერთი შეხედვით, ოთხსაუკუნოვანი ავბედობის შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეუქცევადი ჩანს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა - ბათუმის მხარის სრული ინტეგრაცია საქათველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში. პარალელურად, აუცილებელია თვალი გავუსწოროთ არსებულ რისკებსა თუ სხვათა ინტერესების გამო შექმნილ არც თუ მცირერიცხოვან შემდეგ გამოწვევებს:

გამოწვევა პირველი: მილიარდ-ნახევარი მუსლიმანისა და მილიარდ-ნახევარი ქრისტიანის საცხოვრისთა საზღვარზე არსებული საქართველოს განაპირა კუთხე - აჭარა - განსხვავებული აღმსარებლობის მქონე პირთა თანაცხოვრების საოცარი მოდელია თანამედროვე მსოფლიოსათვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აჭარაში შენარჩუნდეს ასეთი უნიკალური ტოლერანტული გარემო.
ისტორიული ქართული წყაროების მიხედვით, მსოფლიოში პირველი ეკლესია აიგო აჭარისწყლის მაღალმთიან სოფელ (დიდ)აჭარაში: ასეთი იყო ჩვენი წინაპრების ხედვა; ამიტომაც, აქ პირველი ეკლესიის აგების გამო, მემატიანეებისგან შემდგომში სოფელს ეწოდა დიდი აჭარა (სხვა შემთხვევებში, სადაც სოფლის სახელის ზედსართავად გვაქვს "დიდი", იქვეა "პატარაც"; მაგ.: დიდი ჯიხაიში, პატარა ჯიხაიში; სადაცაა "ზემო", იქვეა "ქვემო": ზემო მაჩხაანი, ქვემო მაჩხაანი... შდრ.: არ არსებობს სოფელი "პატარა აჭარა").
აჭარაში - ისტორიული ქრისტიანობის მხარეში - ისლამი გავრცელდა ოსმალობის პერიოდში. ათეიზმის (კომუნისტობის) ეპოქაში გარკვეულწილად ნიველირდა მუსლიმანობა. მე-20 საუკუნეში აჭარაში განათლების კერების აღორძინება-დაარსებამ ხელი შეუწყო მოსახლეობაში ქრისტიანული ფესვების გაცოცხლებას; შესაბამისად, აჭარა მსოფლიოს იმ ერთადერთ მხარედ იქცა, სადაც მოსახლეობა სამი-ოთხი საუკუნის გაუცხოების შემდეგ ინტენსიურად უბრუნდება წინაპრებისეულ რელიგიას - ქრიტიანობას. პარალელურად, არსებობას განაგრძობს მუსლიმური თემიც; ამ უნიკალური რეალობის გამო, არაიშვიათად, ერთ ოჯახში ცხოვრობენ ქრისტიანები და მუსლიმანები. ბოლო პერიოდში სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებული პირები ცდილობენ სიტუაციის რადიკალიზებას; გარდა ამისა, ვითარებას ართულებს ისიც, რომ თურქეთიდან ინტენსიურად შემოდის ქართულად თარგმნილი მუსლიმანური ლიტერატურა და გარედან შემოსული სახსრებით შენდება მუსლიმური სამლოცველოები, რომელთა არქიტექტურა ისლამის თურქული სახესხვაობისათვისაა დამახასიათებელი. გარკვეულ წრეებში ეს აღიქმება თურქეთის კულტურულ-რელიგიურ ექსპანსიად და ჩნდება გარკვეული აგრესია; შესაბამისად, იქმნება რელიგიური დაპირისპირების პერსპექტივა.
შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია ყველა რელიგიის პატივისცემის ფონზე სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს მუსლიმური თემისათვის აუცილებელი სასწავლებლებისა თუ სამლოცველოების ადეკვატურად განსაზღვრა და დაფინანსება. ასევე, მუსლიმი თემის აქტივისტები სხვა ქვეყნის საყრდენად რომ არ აღიქმებოდნენ, აჭარაში არსებული მუსლიმანური რელიგიური ნაგებობები ქართული არქიტექტურის ჩარჩოებში უნდა მოექცეს[10]. პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვით უნდა დაბალანსდეს იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის ნაწილის რელიგიური გრძნობები გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებისათვის[11]. სწორედ ასეთ ინდივიდთა აქტიურობის შედეგია, მაგ., ამერიკელი ექსპერტის, პოლ კრეგოს ასეთი შეუსაბამო განცხადება: "ვიცი, რომ ძალიან დაძაბული ურთიერთობაა აჭარაში მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის"[12]

გამოწვევა მეორე: აგრესიული პროისლამისტური და პანთურქული ჯგუფების ქმედებებისა და მოლოდინების დაბალანსება ბათუმის (აჭარის) ხელისუფლების მიერ საქართველოსათვის სწორი სახელმწიფოებრივი პოზიციით, ასევე, სამოქალაქო აქტიურობით.
აგრესიული პროისლამისტური და პანთურქული ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურობენ; ბათუმის კონტექსტში აღსანიშნავია ის, რომ რადიკალური ძალები, აყალბებენ რა ბათუმის (აჭარის) ისტორიას, ბათუმს თურქულ ქალაქად, აჭარას კი თურქეთის კუთვნილ ტერიტორიად  აცხადებენ; საქართველოს მოქალაქეთა შორის ნეგატიურ ემოციას იწვევს ბათუმის შესახებ თურქ პოლიტიკოსთა ორაზროვანი გამონათქვამებიც. ამ ეტაპზე საქართველოსათვის უფრო აქტუალურია პანთუქული მიმართულებით იდეოლოგიზებულ მეცნიერთა ცალკეული ჯგუფების პოლიტიზებული თვალსაზრისების დაბალანსება; მაგ., ამ მხრივ ნიშანდობლივია პროფესორ ფ. კირზიოღლუსა თუ ი. ზეირეკის ნაწერები[13], რომელთა იდეოლოგემებს დღესაც აქტიურად ავრცელებენ თურქულენოვან სოციალურ ქსელებში. ამ ტიპის "სამეცნიერო დივერსიების" შედეგია მაგ., სარფის თურქულ მხარეს გამართული აცია: "სარფი თურქეთია"[14]. აუცილებელია აკადემიური კვლევებით კირზიოღლუების მიერ სამეცნიერო ველში წამოწყებული საინფორმაციო იერიშების მოგერიება; ამ ნაშრომების სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნება და სოციალურ ქსელებში პოპულარიზება... მეცნიერთა კვლევების დაგეგმვაცა და გამოქვეყნების უზრუნველყოფაც ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს.

გამოწვევა მესამე: რუსეთის ინტერესებით მოქმედი ცალკეული ჯგუფების ქმედებების დაბალანსება როგორც ადგილობრივი და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე, საქართველოს  საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობით.
საქართველოში რუსული დაფინანსებით არსებული პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ბათუმშიც აქტიურობენ; ისინი რუსეთთან ერთმორწმუნეობის იდეის პროპაგანდით ეწინააღმდეგებიან საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას; პარალელურად, ბათუმის მოსახლეობის ერთ ნაწილში ობიექტური თუ პროპაგანდისტული საფუძვლით ძლიერდება ანტითურქული განწყობა; იხ., მაგ., ახლო წარსულში სარფში გამართული ანტითურქული მიტინგი, რომელსაც სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვა მოჰყვა[15]. ეს პროცესი დინებაზე თუ იქნა მიშვებული, დროთა განმავლობაში ამ მიმართულებითაც მივიღებთ სიტუაციის რადიკალიზებას. აჭარაში, ბათუმში ყოველთვის საშიშია სიტუაციის დაძაბვა და საზოგადოების რადიკალიზება (დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ ამგვარი რადიკალიზების პირველი მცდელობა ჰქონდა ასლან აბაშიძეს 1991 წლის აპრილ-მაისში, როდესაც მოკლულ იქნა ნოდარ იმნაძე და რომლის შემდეგაც აჭარაში დამყარდა ერთიანი საქართველოსათვის სახიფათო კლანური მმართველობა).   

გამოწვევა მეოთხე: პირად მოგებაზე ორიენტირებული ძლიერი კლანების ქმედებების მოქცევა საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ჩარჩოებში და პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება.
ყველა სახელმწიფოში, მით უმეტეს, ახალაღორძინებული სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანაში არიან/ჩნდებიან ფინანსურად ძლიერი ჯგუფები, რომელთაც ესაჭიროებათ სახელისუფლებო ბერკეტები; შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს პარლამენტსა თუ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში ხშირად შევხვდებით ბიზნესწრეების წარმომადგენელს. არის შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ეტმასნებიან ახალგამდიდრებული პირები. მსგავსმა შემთხვევებმა შეიძლება დააზარალოს სახელმწიფო ინტერესი... ეს როგორც სრულიად საქართველოს, ისევე, ბათუმის (აჭარის) ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა.

გამოწვევა მეხუთე: საქართველოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში ბათუმში (აჭარაში) ისეთი საგანმანათლებლო მიმართულებების გააქტიურება, რომლებიც ხელს შეუწყობს ავტოქთონი მოსახლეობის იდენტობის (მეობის) აღორძინებასა და სხვა ეთნიკური ჯგუფების ღირსების დაცვას.
მე დავიბადე ზემო აჭარაში, სოფელ ტომაშეთში. სასკოლო განათლებამ (რა თქმა უნდა, ოჯახურმა წრემაც!) მომცა ის ცოდნა, რომლის საფუძველზეც მე ჩემი ეროვნული იდენტობა (მეობა) გავიაზრე, როგორც ქართულენოვანი ისტორიული კულტურის ნაწილმა. კომუნისტური ეპოქის ზეობის პირობებში  სკოლის დამთავრებისთანავე, რაც პირველი გავაკეთე, იყო ქრისტიანულად მონათვლა (1978 წელი) თბილისის სიონში. საბჭოთა სკოლის იდეოლოგიზებული ხასიათის მიუხედავად, ძველი ქართული ლიტერატურის სახელით ისე საფუძვლიანად ისწავლებოდა ქართული ქრისტიანული ლიტერატურა, რომ მე სხვა არჩევანი არც მქონია:
სკოლაშივე გავაცნობიერე, რომ  მე, როგორც ქართველი, ვიყავი დიდი ისტორიის მქონე ქრისტიანი ერის შვილი იმ კუთხიდან, რომელშიც მსოფლიოში პირველი ქრისტიანული ეკლესია აიგო ანდრია პირველწოდებულის მიერ. ამ ცოდნამ შეურყევლად განსაზღვრა ჩემი პიროვნული და ეროვნული ორიენტირები.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ეს იყო სასკოლო განათლების დამსახურება. დღეს ჩვენს სასკოლო განათლებას არ აქვს გამოკვეთილი ორიენტირები; მაგ., ამჟამინდელი მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს კონცეფციაში არსებული ფორმულირება: "მოქალაქის აღზრდა" ბუნდოვანია; აუცილებელია, სასკოლო განათლების უმთავრესი მიზანი იყოს საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქის აღზრდა; პარალელურად, მოსწავლეს უნდა მიეწოდოს საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი ერის კულტურული ორიენტირები, ასევე, ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნოსების მახასიათებლების შესახებ; საბოლოო ჯამში, სკოლამ უნდა აღზარდოს საქართველოს ღირსეული მოქალაქე, რომელსაც ეყვარება ქართული ენა, ქართული კულტურა, თავისი სახელმწიფო და პატივს სცემს სხვა ეთნოსების ენასა და კულტურას. ამგვარი მკაფიო ორიენტირება მით უფრო აუცილებელია აჭარაში, რამდენადაც, გარეშე ძალები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, შეეცვალათ საქართველოს ამ კუთხის ავტოქთონი მოსახლეობის ენა, რელიგია, კულტურა, ზოგადად, ცნობიერება; შდრ.: განათლების სისტემა როცა სწორად იყო ორგანიზებული, აჭარაში იშვა ერთიან საქართველოზე მოფიქრალი  არაერთი  გმირი თუ მოღვაწე; აქ მხოლოდ ტბელი აბუსერიძის სახელს დავიმოწმებ.

გამოწვევა მეექვსე: დღეს ბათუმი არის დიდი მნიშვნელობის მქონე ტურისტული და სტრატეგიული ეკონომიკური ცენტრი; სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების ბიზნესინტერესების დაცვის ფარგლებში ბათუმის (აჭარის) შემოსავლები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტისათვის (შემოსავლების დიდი ნაწილი დღეს იკარგება არალეგალური ბიზნესით).
ეკონომიკა და ბიზნესი ნაკლებადაა ჩემი ანალიზის სფერო, თუმცა, ფაქტია, რომ ამ მიმართულებითაც ბევრი პრობლემაა. ამასწინათ ჩემთვის საინტერესო კრიმინალი აღმოვაჩინე:
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აქვს ჩინეთთანაც[16] და თურქეთთანაც[17], მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა არ არის თურქეთსა და ჩინეთს შორის. თურქული კომპანიები რეგისტრირდებიან საქართველოში; ჩინეთიდან შემოაქვთ დიდი რაოდენობის საქონელი საქართველოში; საქართველოში უცვლიან სასაქონლო ნიშნებს: პროდუქციას ხსნიან წარწერას, რომ დამზადებულია ჩინეთში და აწერენ, რომ დამზადებულია საქართველოში! ამ თაღლითური გზით ჩინური პროდუქცია საქართველოდან შეაქვთ თურქეთში: ამგვარი თაღლითობით ყველა მხარე ზარალდება კონკრეტული გამყალბებლის გარდა.
სხვა მრავალი "შავი ხვრელია" საქართველოში, განსაკუთრებით, საზღვრისპირა ტურისტულ მხარეებში, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ყურადღება ესაჭიროება.

გამოწვევა მეშვიდე: ბათუმის, როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის "სანატრელი სამშობლოს ხატის", შენარჩუნება.
თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირთა შთამომავლებისა და თურქეთის სახელმწიფოში მოქცეული ავტოქთონი ქართველების (მაჭახლელების, ლივანელების, იმერხევლების, ტაოელების, ლაზების...) ცნობიერებაში თამარ მეფის სახელთან ერთად ბათუმი არის ისტორიული სამშობლოს ლეგენდად ქცეული სიტყვა; თურქეთში ბოლო დრომდე სათვისტომოების სახელად აქტუალური იყო: ბათუმი", "ბათუმელები", ბათუმელი ხალხი"[18]... ქალაქის სახელის - ბათუმის - ამგვარი განზოგადება თუ ბათუმის შესახებ ამგვარი  წარმოსახვის შექმნა განაპირობა იმანაც, რომ ბოლო სამ საუკუნეში ბათუმი მთელი ჭოროხის აუზის ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრიც იყო; შესაბამისად, აუცილებელია, ბათუმმა რეალურ დროში შეინარჩუნოს მიმზიდველობა საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები მილიონობით ქართველისათვის; ამ მიზნით აუცილებელია სათუთი მოპყრობა მუჰაჯირთა შთამომავლებისა თუ საქართვლოს ამჟამინდელ ფარგლებს გარეთ დარჩენილი ავტოქთონი ქართველების მიმართ[19]; ასევე, დიდი როლის შესრულება შეუძლია აჭარის ტელევიზიას, სადაც შესაძლებელია ისეთი გადაცემების ციკლის დაგეგმვა (მაგ., "ერთი ხეობის შვილები"), რომელიც ხელს შეუწყობს საუკუნეების მანძილზე დაშორებულ მოძმეებს შორის მენტალური გაუცხოების დაძლევას და ამ გზით საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული წახნაგების განმტკიცებას.

გამოწვევა მერვე: რელიგიისა და ეროვნების გაიგივების შუასაუკუნეობრივი სტერეოტიპების საბოლოო დარღვევა და ცნებების: "ეთნოსი", "ეთნიკური ჯგუფი" აკადემიური გააზრების ფონზე  ქართველის, როგორც ეთნიკური ერთეულის, სრული მასშტაბით გააზრება.
აჭარელი, გურული, ლაზი, მეგრელი, იმერელი, ქართლელი, ტაოელი, ლივანელი, იმერხეველი, სვანი, რაჭველი, კახელი, ჰერელი, ფერეიდნელი, სამცხელი, ჯავახი, ლეჩხუმელი, ფშაველი, ხევსური, მოხევე, თუში (ჩაღმა, წოვა), მთიული, გუდამაყრელი... ყველა ერთად ქმნის ქართველ ერს; ამ ფაქტის არცოდნა და თუნდაც განსხვავებული რელიგიისა თუ მეტყველების გამო რომელიმე კუთხის ქართველის  არაქართველად გამოცხადება დანაშაულებრივი შეცდომაა (ასეთი შეცდომა ზოგ ვაიმწერალსაც კი მოსდის). ამ თემას არაერთხელ შეეხო ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელმაც ერთი ლექსში გულისტკივილი ასე გამოხატა:
"ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით,
საქართველოში ქართველობას არ ვიხვეწები,
მიყვარს ზვავების და ლოდების გულზე ჯახება,
მიყვარს ამ მთებში გავარდნა და გაყაჩაღება,
ჩემს ხევხუვებში ძველებურად ქუხს მაჭახელა,
ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ ბღეზი ბეწვებით!.."[20]
ბატონი ზურაბი განიცდიდა იმას, რომ ისტორიის არცოდნისა თუ, ზოგადად, განათლების სინაკლულის გამო, "მავანნი" ვერ ხედავდნენ აჭარელთა ღირსეულ ქართველობას "(...სულში რისხვა გაჭენდება, უნებურად ხელს ხანჯალზე გაივლებ, ნუთუ ჩემმა სევდიანმა აჭარლობამ საქართველოს წაუხდინა რაიმე?!)[21]. ზურაბ გორგილაძეს საგანგებო სატელევიზიო გამოსვლაც კი ჰქონდა ამ თემაზე: "გამჩენელო, უფალო, სამართალი სად არი?"[22]
აჭარელის, მეგრელის, სვანისა თუ მესხის, ინგილოსა თუ ფერეიდნელის ვინმე უვიცისაგან არაქართველად გამოცხადება გამაღიზიანებელიცაა და დამანგრეველიც; მსგავსი განწყობა იყო  2017 წლის 11 მარტის ბათუმის აქციის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზი[23].
აჭარის ქართველობის მძიმე, მაგრამ ღირსეული ისტორია ბევრმა მართლაც არ იცის; არც ის იცის, უახლოეს წარსულში რა ხდებოდა; კერძოდ:
წმინდა ილია მართლის, დიდი იაკობ გოგებაშვილისა და მათი თანამოაზრეების აქტიურობით მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აჭარაში დაწყებული დიდი აღორძინება - ნაოსმალარი იარების მოშუშება - შეწყვიტა 1913 წელს გამოცემულმა იოსებ სტალინის წიგნმა: "მარქსიზმი და ნაციონალიზმის საკითხები": ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ აჭარლები მეგრელებთან და სვანებთან ერთად "უმწერლობო ენის" მქონე "სხვა ხალხად" გამოაცხადა[24]; ქართველი ერის ერთიანი ეროვნული ცნობიერების დანაწევრებაზე გათვლილი ეს ფსიქოლოგიური დივერსია ინერციით დღემდე მოქმედებს. გარკვეულ წრეებში ამას ემატება ის გვიანშუასაუკუნეობრივი მიდგომაც, რომელიც რელიგიის მიხედვით განსაზღვრავს ეროვნებას (1992 წლიდან დღემდე არსებულ ხელისუფლებებს მაინც სასკოლო განათლების გზით უნდა დაებალანსებინათ ეს იდეოლოგემაც; ამ მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი სამუშაო აქვს გასაწევი).
გასაგებია, რომ საბჭოთა პერიოდში კრემლიდან მართული ხელისუფლება ქართველთა კონსოლიდაციაზე, კონსოლიდაციის კონტექსტშივე საკადრო პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართველობის ეთნიკური თვითშეგნების გადარჩენაზე არ იზრუნებდა, მაგრამ არც პოსტსაბჭოთა პერიოდში შეიცვალა რაიმე; მეტიც, სწორედ ბოლო 25 წელიწადში გახდა აქტუალური ფერეიდნელი ქართველის დამწუხრებულ ცნობიერებაში შექმნილი ფრაზა: „მირჩევნია ირანში გურჯი მიძახონ, ვიდრე - საქართველოში თათარი“.
მსოფლიოში გაფანტული ქართველების კონსოლიდაცია ვერ მოხდება, თუკი ჩვენი საზოგადოების თვითაღქმაში წინა პლანზე დარჩება ქალაქურ-კუთხური თუ აღმსარებლობით-სოციალური სხვაობები და წარმმართველი არ გახდება ისტორიული დედაენობრივი და კულტურული ერთიანობა.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს: დღეს განათლების სისტემის შესაბამისმა სამსახურებმა თუ მასმედიის საშუალებებმა პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორიენტირები და, ეროვნული კონსოლიდაციის მიზნით, მეტი აქცენტი გააკეთონ ერთიანი საქართველოსათვის სხვადასხვა კუთხის ქართველობის ისტორიულ დამსახურებაზე, მაგ., სვანების მიერ კავკასიის გადმოსასვლელების მეციხოვნეობაზე, სამხრეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრთა - ტაოელთა, იმერხეველთა, კლარჯთა, ლაზთა, აჭარელთა, ერუშელთა, ჯავახთა, სამცხელთა - დაღვრილ სისხლზე, სისხლზე, რომელმაც საქართველოს ცენტრალური კუთხეების მცხოვრებთ უცვლელად შეუნარჩუნა ქართველური მეობის განმსაზღვრელი მარკერები (ენა, სარწმუნოება, ტრადიციები...), ქართული კულტურის მესაძირკვლეების (იოვანე ლაზის, იოვანე მინჩხის, ჭყონდიდლების...) შთამომავალთა - კელასურის დიდი კედლის ამგებ მეგრელთა - ზოგადქართულეროვნულ ძალისხმევაზე და სხვ.
აუცილებელია, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოდ შეიქმნას საგანი "ქართველთა ენობრივი სამყარო", სადაც აღწერილი იქნება საქართველოს ყველა კუთხის ქართველთა დიალექტები, კუთხური ეთნოგრაფიული მახასიათებლები, ამ კუთხეებიდან გამოსული წმინდანები, ეროვნული გმირები თუ მოღვაწეები... რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართველი ერის მეტ კონსოლიდაციას.

გამოწვევა მეცხრე: ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, აჭარაში (ბათუმში) მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქის გააზრება, როგორც საქართველოს ერის (ხალხის) ნაწილისა, ფართო გაგებით, ერთიანი ქართველი ერის შემადგენლისა (მოქალაქეობა = ეროვნება); განსხვავებული რელიგიისა თუ ეთნოსის მისამართით საქართველოში არასოდეს იყო "სიძულვილის ენა". ბოლო პერიოდში ჩნდება მსგავსი რადიკალური გამონათქვამები[25], რაც შეიძლება ორი მიზეზით აიხსნას:
- საზოგადოების ამ ნაწილის განათლების დაბალი დონით;
- გარედან პროვოცირებით.
არც ერთ შემთხვევაში გასაქანი არ უნდა მიეცეს საქართველოში "სიძულვილის ენის" დამკვიდრებას: საქართველო ცივილიზაციათა მრავალმხრივ გზაჯვარედინზე არსებული სახელმწიფოა და საზოგადოების რადიკალიზაცია გამოუვალ ჩიხში მოაქცევს აქ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. პრევენციის მიმართულებით განუზომელი როლის შესრულება შეუძლია მასმედიის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით არსებითი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და სწორ სამოქალაქო განათლებას.
თანამედროვე მსოფლიოს სწორი ორიენტირია მოქალაქეობისა და ეროვნულობის გათანაბება:
ერად გაიაზრება არა მხოლოდ ერთი წარმომავლობის, ერთი ენის, ერთი ისტორიის საზოგადოება, არამედ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეთა ერთობა; ამ გზით მიდის ამერიკაც, ევროპაც და აზიაც; ეს უნდა იყოს ჩვენი გზაც:
არაფერი გვიშლის ხელს, რომ ტერმინი ერი ორგვარად გავიაზროთ:
- ვიწრო გაგებით: საერთო ეთნიკური მახასიათებლების მქონე საზოგადოება - ქართველი ერი;
- ფართო გაგებით: საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირთა ერთიანობა - საქართველოს ერი.
პარალელურად, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბრად ვალდებული უნდა იყოს საქართველოს წინაშე და სახელმწიფოც, ხელისუფლებაც მობილიზებული უნდა იყოს, რომ ყველა მოქალაქეს შეუქმნას თანაბარ პირობებში ცხოვრების პირობები.

ძირითადი დასკვნები:
ბათუმის (აჭარის) თანამედროვე პრობლემებიცა და პერსპექტივებიც განპირობებულია ისტორიული წარსულით, ამიტომ, მოკლედ, ბათუმის მხარის ისტორიის შესახებ:
 კოლხური არქეოლოგიური კულტურის გავრცელების არეალით თუ ვიმსჯელებთ, აჭარა (დღევანდელი საზღვრებით) კოლხა/კილხას, შემდგომში ქართლის/საქართველოს ცენტრალური ზღვისპირა მხარეა, სადაც ავტოქთონი მოსახლეობაა ქართველობა (ამჟამინდელი აჭარლები, ლაზები, გურულები). საქართველოს ამ მხარეს ოდითგანვე არსებითი გეოპოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა: ჭოროხის ხეობა იყო "დიდი აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ლეონტი მროველის მიერ მოცემულ საქართველოს საერისთავოების საზღვრებს თუ გავითვალისწინებთ, აჭარა ოდითგანვე მოიცავდა აჭარის წყლის ხეობას და ჭოროხის ხეობის ნაწილს -  აჭარისწყლის შესართავიდან ზღვამდე.
მე-17 საუკუნემდე აჭარა, ზოგადად, ბათუმის მხარე საქართველოს ორგანული ნაწილია: აჭარა ხან ოძრხის საერისთავოში შედიოდა, ხან - ეგრისის საერისთაოში. XIII-XV საუკუნეებშიც ბათუმი ჯერ დადიანების, ბოლოს კი გურიელების ხელში იყო.
XVII-XIX საუკუნეებში ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი (აჭარა მაჭახელითურთ, ლივანა, შავშეთი, ტაო, ლაზეთი, ერუშეთი, სამცხე-ჯავახეთი) დაიპყრო ოსმალეთმა. ამ ისტორიული ქართული ტერიტორიის სამუდამოდ დაუფლების მიზნით ოსმალეთი ცდილობდა, მუსლიმანობისა და თურქული ენის გავრცელებით სათავისოდ შეეცვალა საქართველოს ამ ნაწილის ისტორიული მოსახლეობის ცნობიერება.
1878 წლის ბერლინის ტრაქტატით ბათუმის მხარის ერთ ნაწილს (აჭარა, მაჭახელის ნახევარი, ლივანისა და ლაზეთის მცირე ნაწილი) დაეუფლა რუსეთი. 1991 წლამდე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე - ბათუმს მეფის რუსეთი თუ რუსეთის კომუნისტური იმპერია აკონტროლებდა. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა, შეეცვალა მათუმის მხარის დემოგრაფია; ამ მიზნით მან, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ბათუმის მხარიდან გამუსლიმანებული ქართველების წასვლას შუა თურქეთში (ე.წ. მუჰაჯირობას), მეორე მხრივ კი ბათუმში ჩამოასახლა მისი ერთგული ეთნოსები (რუსები, სომხები...); რაც არანაკლებ მთავარია, ბოლო ორ საუკუნეში რუსეთიც შეეცადა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების შეცვლას ათეიზმისა თუ რუსული ენის გაბატონებით.
1883 წელს რუსეთმა უზრუნველყო ბაქო-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა, შემდგომ პერიოდში (1897-1907) კი ბათუმის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ბაქოდან ბათუმამდე ნავთობსადენი მილით გაყვანა; შესაბამისად, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ბათუმმა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეიძენა.
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მრავალპარტიული არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვების შემდეგ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიზანი იყო საქართველოს სრული დეოკუპაცია - რუსეთის ჯარის გაყვანა საქართველოს ყველა კუთხიდან (მათ შორის, აჭარიდან) და ბათუმის პოტენციალის სრულად გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალაღორძინებული ცენტრალური საქართველოს სახლმწიფოს საკეთილდღეოდ (ამაზე იყო ორიენტირებული ჩემი, როგორც პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ დანიშნული ბათუმის პირველი პრეფექტის, სტრატეგია).
რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს არ შეესაბამებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოში არსებული სამხედრო ბაზების დატოვება. 1991-93 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში ორგანიზებულმა სამხედრო გადატრიალებამ (პუტჩმა) და თანამდევმა მოვლენებმა დიდად ავნო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის სახელმწიფოებრივი როლის გამოკვეთასაც: პუტჩის შემდგომ პერიოდში მცირერიცხოვან ადგილობრივ ჯგუფებზე დაყრდნობით ბათუმში გააქტიურდნენ მეზობელი ქვეყნების სხვადასხვა ინტერესების მქონე ძალები, ასევე, მხოლოდ პირად ინტერესებზე ორიენტირებული ქართული თუ სხვა წარმომავლობის კლანები.
პოლიტიკური რყევების მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ - ბოლო ათწლეულებში ბათუმის აღმშენებლობა სერიოზულად წავიდა წინ; ბათუმი გამორჩეულ ტურისტულ და კულტურულ ცენტრად იქცა; მიუხედავად ამისა, ახალ დროშიც ბევრი პრობლემა თუ გამოწვევაა; ვფიქრობ, სიღრმისეულადაა შესასწავლი თითოეული მათგანი, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესები როგორც ბათუმში, ასევე, ბათუმის მხარეში; წარმოდგენელი მოხსენების მიზანია ბათუმში ამჟამად არსებული ვითარების ანალიზი; აუცილებელია თვალი გავუსწოროთ არსებულ რისკებსა თუ სხვათა ინტერესების გამო შექმნილ არც თუ მცირერიცხოვან შემდეგ გამოწვევებს:
გამოწვევა პირველი: მილიადნახევარი მუსლიმანისა და მილიარდნახევარი ქრისტიანის საცხოვრისთა შესაყარზე არსებულ ბათუმში (აჭარაში) ტოლერანტული გარემოს შენარჩუნება.
გამოწვევა მეორე: აგრესიული პროისლამისტური და პანთურქული ჯგუფების ქმედებებისა და მოლოდინების დაბალანსება ბათუმის (აჭარის) ხელისუფლების საქართველოსათვის სწორი სახელმწიფოებრივი პოზიციითა და სამოქალაქო აქტიურობით.
გამოწვევა მესამე: რუსეთის ინტერესებით მოქმედი ცალკეული ჯგუფების ქმედებების დაბალანსება ბათუმის (აჭარის) ხელისუფლების საქართველოსათვის სწორი სახელმწიფოებრივი პოზიციით, ასევე, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობით.
გამოწვევა მეოთხე: პირად მოგებაზე ორიენტირებული ძლიერი კლანების ქმედებების მოქცევა საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ჩარჩოებში და პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება.
გამოწვევა მეხუთე: საქართველოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ერთიანი სტატეგიის ფარგლებში ბათუმში (აჭარაში) ისეთი საგანმანათლებლო ორიენტირების გააქტიურება, რომელიც ხელს შეუწყობს ავტოქთონი მოსახლეობის იდენტობის (მეობის) აღორძინებასა და სხვა ეთნიკური ჯგუფების ღირსების დაცვას.
გამოწვევა მეექვსე: დღეს ბათუმი არის დიდი მნიშვნელობის მქონე ტურისტული და სტრატეგიული ეკონომიკური ცენტრი; სხვადასხვა ქვეყნების კომპანიების ბიზნესინტერესების დაცვის ფარგლებში ბათუმის (აჭარის) შემოსავლები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტისათვის (შემოსავლების დიდი ნაწილი დღეს იკარგება არარეგალური ბიზნესით).
გამოწვევა მეშვიდე: ბათუმის, როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის "სანატრელი სამშობლოს ხატის" შენარჩუნება.
გამოწვევა მერვე: რელიგიისა და ეროვნების გაიგივების შუასაუკუნეობრივი სტერეოტიპების საბოლოო დარღვევა და ეთნოსის, ეთნიკური ჯგუფის აკადემიური გააზრების ფონზე  ქართველის, როგორც ეთნიკური ერთეულის სრული მასშტაბით გააზრება.
გამოწვევა მეცხრე: ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად აჭარაში (ბათუმში) მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქის გააზრება, როგორც საქართველოს ერის (ხალხის) ნაწილისა, ფართო გაგებით ერთიანი ქართველი ერის შემადგენლისა (მოქალქეობა = ეროვნება).



Prof. Dr. Tariel Putkaradze /St. Andrew the first-called Georgian University/

Present-day Batumi: Conflicts of Interests and Perspectives

Both current problems and perspectives of Batumi (Adjara) are conditioned by its historic past, that is the reason short history of Batumi will be presented below:

Judging by the area where archeological culture of Kolkheti is spread, Adjara (with its current borders) represents the central coastal region of Kolkha/Kilkha, later Kartli/Sakartvelo, where the autochtone population is the Georgian (present-day Adjarians, Laz, Gurians). This part of Georgia has historically had important geopolitical functions: The Chorokhi Valley was one of the most important parts of the ‘Great Silk Road’. Taking into consideration the borders of Georgia suggested by Leonti Mriveli, Adjara has historically comprised the Adjara Water Alley and part of the Chorokhi Gorge – from Adjaristskali to the Sea.

Until the 17th century, Adjara, namely the Batumi region, was an organic part of Georgia: Adjara was part of Odzrkhi Saeristavo and periodically it belonged to Egrisi. In the XIII-XV centuries, Batumi was run by the Dadianis and finally by the Gurielis.

In the XVII-XIX centuries, a large part of historical Meskheti (Adjara with Machakhela, Livana, Shavsheti, Tao, Lazeti, Erusheti, Samtskhe-Javakheti) was conquered by the Ottoman. With the intention to obtain eternal mastery of this historical Georgian territory, Ottomans tried to spread Muslim religion and the Turkish language in order to change awareness of the historical population of this part of Georgia serving the interests of the invaders. 

Under the 1878 Treaty of Berlin, Russia conquered one part of the Batumi region (half of Adjara, Machakhela, Livani and Lazeti). Until 1991 - until the restoration of independence of Georgia - Batumi was ruled by Russia or the Russian Communist Empire. The Russian government actively tried to change the demographics of the Batumi region; On the one hand, they helped to extinguish exiled Georgians from the center of Batumi to the middle of Turkey (so-called Muhajir period), and, on the other hand, to populate its loyal ethnos (Russians, Armenians ...) in Batumi; During the last two centuries, Russia has also tried to change consciousness of the local population by means of promoting atheism and domination of the Russian language.

In 1883, Russia ensured construction of the Baku-Batumi railway, reconstructed Batumi port and built the pipeline between Baku and Batumi in 1897-1907; As a result, from the beginning of the 20th century, Batumi acquired an important geopolitical functions.

On October 28, 1990, having won multi-party elections, the goal of the new national government was to complete deoccupation of Georgia - withdrawal of Russian troops from all parts of Georgia (including, Adjara) and using full potential of Batumi for the benefit of the local population and the newly restored central states of the central Georgia (that is what my strategy was oriented on when being appointed as a prefect of Batumi by the President Gamsakhurdia).

Russia's strategic goals did not correspond with Georgia's independence and leaving military bases in Georgia. In 1991-93, the military coup organized by the Russian Federation in Georgia (Putchi) and current events greatly damaged state interests of Georgia, defining the role of Batumi: in the aftermath of Putchi, foreign forces with their various interests, as well as clans of the Georgian or other origins, became active in Batumi.

Despite political instabilities, Batumi has greatly progressed for the last decade since the restoration of the independence of Georgia; It has become distinguished touristic and cultural center; however, there are plenty of problems and challenges nowadays; We consider that each problem should be carefully studied in order to appropriately plan ongoing processes in Batumi; the aim of the our report is to analyze current situation in Batumi; it is important to face all these risks and challenges that Batumi faces caused by the interests of outsiders.

The First Challenge: Maintaining tolerant environment in Adjara, in the settlement of a billion and a half Muslims and Christians.

The Second Challenge: Balancing actions and expectations of aggressive pro-Islamist and pantheistic groups by Batumi authorities (Adjarian Autonomous Republic) with a proper state position and civil activity.

The Third Challenge: Balancing actions of individual groups defending interests of Russia in Batumi with the right state position of the Government of Adjara, as well as civil activity of the public.

The Fourth Challenge: placing actions of strong clans in the framework of the security of the state and the improvement of the political spectrum.

The Fifth Challenge: Enhancing educational orientation in Batumi (Adjara) within the framework of unified strategy of education, culture and science, which will facilitate revival of identity of the autonomous population and protection of dignity of other ethnic groups.

The Sixth Challenge: Today Batumi is an important touristic and strategic economic center; Revenues of Batumi (Adjara) should be utilized for the interests of local and central budget within the framework of the protection of business interests of other countries (most of the revenues are lost by illegal businesses).

The Seventh Challenge: To Maintain an "Icon of Beloved Motherland" for Georgians living in Batumi.

The Eighth Challenge: Final violation of the medieval stereotypes of intercultural religion and nationality and understanding of the ethnic Georgian as a whole on the ground of academic perception of the ethnos.

The Ninth Challenge: despite their ethnic origin, regarding all citizens of Georgia residing in Adjara (Batumi) as part of the Georgian nation.





[1] ვრცლად იხ., ტ. ფუტკარაძე, ქართველები, ქუთაისი, 2005;
[2] საკითხის ისტორიისათვის იხ. გ. ბედოშვილი, ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2001, გვ. 73-75;
[3] დ. ხახუტაიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, . 2, გვ. 151, თბ., 1977 წ.,  https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94
[4] ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაზეც ერთ-ერთმა მომხსენებელმა გაუმართლებელი სუბიექტურობით დაიწყო ლაპარაკი აჭარის "ისტორიულ" საზღვრებზე; მას იქვე გაეცა პასუხი, მაგრამ საჭიროდ ვთვლი, აქაც მოკლედ წარმოვადგინო ჩემი თვალსაზრისი დროთა განმავლობაში აჭარის საზღვრების დინამიკის შესახებ.

[5] მსჯელობისათვის იხ. ვ. შამილაძე, "აჭარის" ადმინისტრაციულ-გეოგრაფიული ლოკალიზაციისა და ეტიმოლოგიის საკითხისათვის; საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., გვ. 503-519;
[6]  ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989; ევგენი ვეიდენბაუმი: "ბათუმიდან ართვინამდე", გამომცემლობა არტანუჯი, 2005 .;
[7] ლომან ეფენდი ქარცივაძისა და სხვა გამორჩეული ქართველების წინააღმდეგობის მიუხედავად, მუჰაჯირად ბევრი ქართველი მუსლიმანი წავიდა; მუჰაჯირობის შესახებ იხ.: გაზეთი "დროება, 1880- 1883 წწ.; სამსონ ფირცხალავა, "სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი", თბ., 1915 წ. http://www.ai-ia.info/online-arqivi/110-samson-pircxalava-samahmadiano-saqartvelo-an-dzveli-mesxeti.htm; ხ. ახვლედიანი, სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათ., 1956; შ. ლომსაძე,  სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975; შ. მეგრელიძე, აჭარის წარსულიდან (მუჰაჯირობა, 1878-1882 წწ.), თბ., 1964; შ. ფუტკარაძე, ჩვენებურების ქართული, ბათუმი, 1993; ნ. კვაჭაძე, ბათუმის ნავსადგურიდან ოსმალეთისაკენ (მუჰაჯირობის ისტორია პრესის მასალების მიხედვით), ბათუმი, 2009
https://oldbatumi.wordpress.com/2009/11/22/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9D%E1%83%A1/ (დამოწმების დრო: 19.08.2017)...
[8] ა. სურგულაძე, მ. სიორიძე; პორტო-ფრანკო ბათუმში, ბათუმი, 1996;
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98
[9] ბოლშევიკური იმპერიის მიერ შექმნილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებმა მოიცვა არ მთლიანად ბათუმის  მხარე - "სამუსლიმანო საქართველო" (როგორც ამას გეგავდნენ ქართველი მენშევიკები), არამედ მხოლოდ მისი მცირე ნაწილი; თურქეთს დარჩა ბათუმის მხარის დიდი ნაწილი - ამჟამინდელი ართვინის ილი (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთისა და ლაზეთის დიდი ნაწილი) და ერზერუმის ილში შემავალი ქართული ტერიტორიები.
[10] ამ მიმართულებით საინტერესოა ერდოგან შენოლთან და ფევზი ჩელებთან ჩემი დიალოგი; იხ., წერილი: "მინარეთი და ქართული ენა", თბ., 2013: http://tarielputkaradze.blogspot.com/2013/09/blog-post_9493.html; http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=44&id=1794
[11] ამ მიმართულებით ორმხრივი პროვოკაციური თუ ნეგატიური განცხადებებისათვის იხ., მაგ.: http://ghn.ge/com/news/view/171305; http://netgazeti.ge/opinion/34248;
http://liberali.ge/news/view/25706/tariel-nakaidze-mokhis-komisiis-gadatsyvetilebaze-sakhelmtsifo-dadzabulobis-keras-qmnis;
[12] პოლ კრეგო: "საქართველოს სახელმწიფოში ბალანსი ეკლესიის სასარგებლოდაა დარღვეული" https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-paul-crego/3997729.html
[13] კრიტიკისათვის იხ., მაგ., http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=5794
[14] http://bulvar.ge/?type=pages&cat=12&id=1197
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1299351403410543&id=1143975058948179
[15] https://forum.ge/?showtopic=34893114&f=&st=0&
[16] ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იხ.:
https://www.radiotavisupleba.ge/a/ekonomika/28490717.html
[17] თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იხ.:
http://www.economy.ge/uploads/files/sagareo_vachroba/ormxrivi-turketi.pdf
[18] ქართველები თურქეთში: http://diaspora.gov.ge/?p=4164
[19] არაიშვიათად, უცხოობაში აღზრდილ ქათველებს ჩვენი ზოგი თანამემამულე გულს სტკენს სხვადასხვა მიზეზის გამო; იხ., მაგ., დოკუმენტური ჩანახატი "ბორა": https://www.facebook.com/notes/tariel-putkaradze/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90/10154894836490678/
[20] უბერებელი მუხამბაზი http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=2246
[21] იქნებ http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=2253
[22] ზ. გორგილაძის ჩანაწერი იხ.: http://wikibit.me/video/Og6Nfk5n3SE. ბატონ ზურაბს პირად საუბარშიც ჩემთვის არაერთხელ უთქვამს: ბევრი დაწერე აჭარის შვილების გმირულ წარსულზე, ჩვენი კუთხის უმძიმესი ისტორიის მიუხედავად, მაინც ჩვენს საოცარ გადარჩენაზე...
ვეუბნებოდი: "მე ენათმეცნიერი ვარ და არა - ისტორიკოსი";
მპასუხობდა: "სწორედ ენამ გადაგვარჩინა!"
[23] აუცილებელია, კიდევ ერთხელ კარგად გავაანალიზოთ  ბათუმში პროვოცირებული და ვანდალიზმამდე მისული ბოლო მიტინგის მასშტაბის გაზრდის მიზეზები (მასალებისათვის იხ.: http://batumelebi.netgazeti.ge/news/70972/
[24] "გათიშე და იბატონეს რუსულიმპერიული პოლიტიკა სათავეს იღებს ჯერ კიდევ მეფის რუსეთში და პიკს აღწევს სტალინის ეპოქაში; წიგნში: "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი" (თბ., 1951) კი ვკითხულობთ":
"კავკასიაში არიან მთელი რიგი ხალხები, რომელთაც პრიმიტიული კულტურა, განსაკუთრებული ენა აქვთ, მაგრამ მშობლიურ ლიტერატურას მოკლებულნი არიან... რა ვუყოთ ასეთ ხალხებს: მეგრელებს, აფხაზებს, აჭარლებს, სვანებს, ლეკებს და სხვ., რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავიანთი ლიტერატურა კი არა აქვთ?” (გვ.  138-139)... “ნაციონალური საკითხი კავკასიაში შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ დაგვიანებული ერები და ხალხები (მეგრელები, სვანები, აჭარლები... ხაზგასმა ჩემია - ..) უმაღლესი კულტურის (რუსული კულტურის - ტ. ფ.) საერთო კალაპოტში მოვაქციოთ” (გვ.  142).
[25] https://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-GEO.pdf;
http://fact2.ge/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1/