Monday 1 December 2014

რუსულ ოკუპაციას ვინ და რატომ "ნათლავს" ქართულ-აფხაზურ ეთნოკონფლიქტად?



ტარიელ ფუტკარაძე

რუსეთის 200-წლიანი დამპყრობლური პოლიტიკის კავკასიური წახნაგები
საქართველოს ჩრდილოდასავლეთი ნაწილის - აფხაზეთის - მაგალითზე




რუსულ ოკუპაციას ვინ  და რატომ "ნათლავს"  ქართულ-აფხაზურ ეთნოკონფლიქტად?


პირველ რიგში მოკლედ რუსული ოკუპაციის ხუთი ძირითადი ეტაპის შესახებ:

I ეტაპი: XIX საუკუნის დასაწყისიდან - 1918 წლამდე:
"მოყვრად მოსული მტრის" მიერ კავკასიის იარაღით დაპყრობა; შემდეგ კავკასიელთა ეთნოკულტურული ასიმილაციის მცდელობა. შედეგადკავკასიელთა მხოლოდ ნაწილის ასიმილირება (კავკასიური სისხლის ბაგრატიონ-გრუზინსკების, ალიხანოვ-ავარსკებისა თუ მუსა კუნდუხოვის მსგავსი რენეგატების გამოზრდა), ნაწილის კი "დამნაშავე ხალხად" თუ "დაუმორჩილებელ ხალხადგამოცხადება; დაუმორჩილებელი ქართველების, აფხაზების (resp. კავკასიელების) ფიზიკური განადგურებისა და ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების დაგეგმვა; კერძოდ:
- 1783 წლის "გეორგიევსკის ტრაქტატის" დარღვევა და სამეფო დინასტიისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება;
- რუსეთის მიერ საქართველოში ეროვნულ ნიადაგზე დაწყებული აჯანყებების ჩახშობა, ყველა ქართული სამეფო-სამთავროს გაუქმება და საქართველოს ტერიტორიაზე ორი გუბერნიის შექმნა; ტაო-კლარჯეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და აფხაზეთში მუჰაჯირობის სტიმულირება;
- კავკასიელთა ურთიერთდაპირისპირების პროვოცირება ("გათიშე და იბატონე");
- ქართველთა და სხვა კავკასიელთა გამოცხადება დაუმორჩილებელ "ველურებად" და ასიმილაციის მექანიზმის ამოქმედება;
- რუსული იმპერიის მიზნების შესაბამისი კვაზიაფხაზოლოგიური დებულებების  შემუშავება;
- ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე საზოგადო მოღვაწეების განადგურების მცდელობა...

II ეტაპი: 1921 წლიდან - XX საუკუნის 90-იან წლებამდე:
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობისა (1921 .) და საქართველოს ანექსიის შემდეგ რუსეთის კომუნისტური იმპერია აგრძელებს ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური დაშლის მცდელობას; პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო დანაწევრების მიზნით ქმნის  .. რელიგიური და ეთნოპოლიტიკური ხასიათის ავტონომიებს - პერსპექტიულ ნაღმებს .. ეთნოკონფლიქტების პროვოცირებისათვის. პარალელურად, იმპერიული იდოლოგემების ფაბრიკაციითა და მიზანმიმართული საგანმანათლებლო პოლიტიკით ზრდის პრორუსული ორიენტაციის პირებს აფხაზთა, ქართველთა თუ სხვა კავკასიელთა შორის (სერგო ორჯონიკიძით დაწყებული, ვლადისლავ არძინბათი დამთავრებული); მორწმუნე და ეროვნული ცნობიერების მქონე მოწინავე საზოგადოების რეპრესირება...

III ეტაპი: 1990-1991 წლები:
მრავალპარტიულ არჩევნებში საქართველოში ეროვნული მოძრაობის გამარჯვება; ეროვნული ხელისუფლების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზესაბჭოთა იმპერიის სამხედრო  შენაერთებისათვის საოკუპაციო კარის სტატუსის მინიჭება; მცირერიცხოვანი აფხაზი ერის ენობრივ-კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად საგანგებო ღონისძიებების შემუშავება; რუსეთის მიერ აფხაზეთში პროვოცირებული .. კულტურულ-ეთნიკური კონფლიქტის თავიდან აცილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლითა და შესაბამისი კონსტიტუციის მიღებით; მეცნიერული აფხაზოლოგიის განვითარების დაგეგმვა (შდრ.: ამ დროს პრორუსული განწყობის აფხაზები სოხუმში ავრცელებენ ლოზუნგს: "აფხაზეთი ქართველების გარეშე"; კრემლში იწერება და სოხუმში ქვეყნდება .. "ლიხნის წერილი" და სხვ.).

IV ეტაპი: 1992 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე:
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობა რუსეთის მიერ; საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის მორჩილი . შევარდნაძის კლანის დასმა და მისი დახმარებით აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეთა დაპირისპირების პროვოცირება; შესაბამისად, ახალი რუსული ოკუპაციის გამოცხადება ("მონათვლა") .. ეთნოკონფლიქტად და რუსეთის ჯარისათვის "სამშვიდობო ჯარის" სტატუსის მინიჭება "საოკუპაციო ჯარის" ნაცვლად. აფხაზეთიდან რუსული ოკუპაციის მოწინააღმდეგე ნახევარი მილიონი ქართველის, აფხაზის... გენოციდი ან განდევნა ისტორიული საცხოვრისიდან  - ჩრდილო-დასავლეთ საქართველოდან. აფხაზეთში ქართველთა და აფხაზთა გადაქცევა ეთნიკურ უმცირესობებად; აფხაზეთში რეალურ სახელმწიფო ენად რუსულის ქცევა...

V ეტაპი: 2008 წლის აგვისტოდან დღემდე:
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტში; საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული შენაერთებისათვის "საოკუპაციო ჯარის“ სტატუსის აღდგენა; იმპერიის მიერ მოსყიდულ ცალკეულ ქართველთა, ოსთა თუ აფხაზთა ერთი ნაწილის გამოყენებით  საქართველოს ნაწილის (ჯერჯერობით) ანექსიის მცდელობა.

200-წლიან ისტორიაზე თვალის ერთი გადავლებითაც ცხადია, რომ არ არსებობს XX საუკუნის 90-იან წლებში დაწყებული .. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი:
ხელისუფლებების რადიკალური ცვლის მიუხედავად, ბოლო 200 წლის მანძილზე რუსეთის იმპერია გეგმაზომიერად ერთი მიმართულებით მიდის: აფხაზეთიდან აყაროს ქართველები და აფხაზები და აქ დაამკვირდროს მისდამი ლოიალურად განწყობილი კლანები თუ ეთნოსები. ფაქტრია: რუსეთის იმპერიული ძალები ერთნაირი უნდობლობით ეკიდებიან ეროვნული თვითმყოფადობის მოსურნე ქართველებსაც და აფხაზებსაც...
აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ბევრ თქვენთაგანს, მეც ბევრი აფხაზი მეგობარი თუ ნაცნობი მყავს თბილისში, ბათუმში, ოკუპირებულ აფხაზეთშიც კი... საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ქართველებს თეორიული თუ პოტენციური კონფლიქტი გვაქვს მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულ - პრორუს - აფხაზებთან.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ბოლო 25 წელია ბევრი პოლიტიკოსი თუ ფსევდოექსპერტი ამტკიცებს, რომ თითქოსდა არსებობს სიძულვილი თუ კონფლიქტი ზოგადად, ქართველებსა და აფხაზებს შორის.

რეალობის ასეთი დამახინჯება საქართველოს წინააღმდეგ კარგად გააზრებული საინფორმაციო ომის შედეგია; შედარებით ფართო პლანით თვალი გავადევნოთ უახლეს ისტორიას:

საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტი ვერ დაეწყო; გახსოვთ ალბათ ცნობილი შეთანხმებაც, რომლის ძალითაც, კრემლის მცდელობის მიუხედავად,  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას დე იურე არ შეეძლო საქართველოდან გასვლა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო რუსეთმა დაამხო საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ხელისუფლება და მის მიერ მართულ მარიონეტულ რეჟიმებს დააწყებინა ომი აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში; კერძოდ, აფხაზეთში კონფლიქტის ორივე ხილული მხარე იყო რუსეთისგან მართული კლანი: შევარდნაძე-იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას ჯგუფი და ვლადისლავ არძინბას კლანი. არსებითია ისიც, რომ პრორუსულმა ძალებმა საქართველოში შექმნეს კონსტიტუციური ვაკუუმი, რამაც საშუალება მისცა კრემლს, გაეაქტიურებინა დეზინტეგრაციული პროცესები საქართველოში.

. შევარდნაძისა და . არძინბას უკანონო ხელისუფლებების გამოყენებით კრემლმა კონფლიქტში ჩაითრია აფხაზთა და ქართველთა ერთი ნაწილი და არა ყველა აფხაზი თუ ყველა ქართველი. პარალელურად კრემლმა დაიწყო აქტიური პროპაგანდა, რომ აფხაზეთში ველურ კავკასიელთა ძმათამკვლელი ომია - ქართველთა და აფხაზთა ეთნოკონფლიქტია; ამ გზით რუსეთის იმპერიის ხელისუფლება ნიღბავდა და დღემდე ნიღბავს საქართველოს ხელახალ ოკუპაციას - აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში სამხედრო შენაერთების განლაგებას და ბოლო პერიოდში მიმდინარე ანექსიის პროცესს.

რუსული ოკუპაციის .. ქართულ-აფხაზურ ეთნოკონფლიქტად სახელდებაში, ნებსით თუ უნებურად, ქართველთა და უცხოელ ექსპერტთა თუ ფონდთა ერთი ნაწილიც მონაწილეობს; დღეს მე ერთი ჯგუფის საქმიანობას გავაანალიზებ:

ამჟამინდელმა სახალხო დამცველმა, 2007-2012 წლებში "დამიანის უფლებათა ცენტრისაღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა  უცხოური დაფინანსებით 2005 წელს შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა "ბოდიში" ("ჰათამზააიტ"), რომლის მთავარ მიზნად დასახა "ქართველ და აფხაზ ერებს შორის  არსებული სიძულვილის დაძლევა" - "სიძულვილის ჯაჭვის გარღვევა" - ერთმანეთისათვის ბოდიშის მოხდის გზით. 2007 წელს იგი აქტიურად აკრიტიკებს ქართულ ისტორიოგრაფიასაც, ენათმცნიერებასაც და პოლიტიკასაც; მაგ., წერილში: "არჩევანი საქართველოსთვის: ქართული შოვინიზმი თუ აფხაზეთი?"[1]:

- "რამდენადაა მართალი ჩვენი ისტორიოგრაფია, მარიკა ლორთქიფანიძისა და სხვათა თეორიები რომ მე–16 საუკუნეში ჩამოსახლდნენ აფხაზები და სინამდვილეშინამდვილი აფხაზებიქართველები არიან, და აფსუები სხვები, რომლებმაც ამდენი ცუდი რამ ჩაიდინეს..." - ამგვარ მიდგომებს . ნანუაშვილი "ქართულ მითად" ნათლავს.

- "საქართველოს სამივე პრეზიდენტი ერთნაირ პოლიტიკას ახორციელებდა. მათ პოლიტიკაში აფხაზები იყვნენ დავიწყებულნი და გარიყულნი. ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება"[2] - წერს . ნანუაშვილი 2007 წელს. მას რატომღაც არ ახსოვს თუნდაც ის, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დიდ ყურადღებას აქცევდა აფხაზი ხალხის პრობლემებს და ბევრ ღონისძიებას გეგმავდა აფხაზთა ენობივ-კულტურული და ეთნიკური მეობის გადასარჩენად; ზვიად გამსახურდია, ზოგადად, ეროვნული მოძრაობა აკრიტიკებდა მხოლოდ პრორუსული ორიენტაციის აფხაზებსა და .. "ლიხნის წერილის" ავტორებს.

რამდენიმე წლის წინ უცხოური დაფინანსებით "დამიანის უფლებათა ცენტრმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ბოდიშის კამპანია", რომლის ავტორთა აზრით, აფხაზეთის კონფლიქტი თურმე ქართულ-აფხაზური, საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტია; რესპოდენტთა ნაწილიც ამ აზრს ავითარებს,  მაგ.:
აკაკი ასათიანი ამბობს, რომ აფხაზეთში ომი ჩვენ (ქართველებმა თუ საქართველომ) დავიწყეთო"[3];
აკაკი ასათიანის მიერ გამოყენებული ნაცვალსახელი "ჩვენ" ნამდვილად არ მოიცავს ქართველ ერსა და საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას.
ამავე ფილმში პაატა ზაქარეიშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ კონფლიქტი არსებობს ქართველებსა და აფხაზებს შორის და აუცილებელია, მთელმა ქართველმა ერმა მოუხადოს ბოდიში აფხაზ და ოს ხალხს[4].

 ორმხრივი "ეროვნული" ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე საუბრობს გიორგი ანჩაბაძეც, ოღონდ, ის ამბობს, რომ ჯერ ქართველებმა უნდა მოვიბოდიშოთ[5].

ამავე დოკუმენტურ ფილმში გია ყარყარაშვილი ლაპარაკობს საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტზე და თავისთვის ასკვნის:
 "დღეს საქართველო და აფხაზეთი ბევრად უფრო შორს იმყოფებიან ერთმანეთისაგან, ვიდრე ათასობით კილომეტრით დაშორებული სახელმწიფოები[6].

მსგავსია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის პოზიციაც:
"არა ქართველმა ხალხმა, არამედ საქართველოს სახელმწიფომ  უნდა მოიხადოს ბოდიში აფხაზეთში ომისთვის[7]...

არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ომი არ დაუწყია ქართველ ხალხს - საქართველოს ინტერესების გამომხატველ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას; ომი დაიწყო რუსეთის მიერ მართულმა ორმა (შევარდნაძისა და არძინბას) კლანმა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ:
აფხაზეთში არსებული "კონფლიქტის" ეთნოკონფლიქტად სახელდება რუსული ოკუპაციის შენიღბვაა.

ჩვენი მსჯელობა ასე შეიძლება შევაჯამოთ:

1. საქართველოს პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს ლუსტრაციის კანონი, რომ ფართო საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსთაგან:
-  თავისი საინფორმაციო ბაზის სინაკლულის გამო ვინ თვლის ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ოკუპაციას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად ან
- გააზრებულად ვინ ცდილობს, რუსული ოკუპაცია-ანექსია ქართულ-აფხაზურ ეთნოკონფლიქტად "მონათლოს" - შეცდომაში შეიყვანოს მსოფლიო თანამეგობრობაც და საქართველოს მოსახლეობაც.

2. არსებულმა ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ რუსული ოკუპაცია-ანექსიის შენიღვბვაცაა და სამომავლოდ საშიშიცაა ტერმინოლოგიური შესიტყვება: "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რამდენადაც, რუსული ოკუპაციის   .. ქართულ-აფხაზური კონფლიქტად გააზრების გამო ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც კი საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელად .. კონფედერაციას გვთავაზობენ.
კავკასიის გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში კონფედერაციული მოწყობა საქართველოს დანაწევრების გაფორმების ტოლფასია.

3. საქართველოს მეგობარი ქვეყნები უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ შეიქმნება შესაბამისი პირობები აფხაზური ენისა და კულტურის, აფხაზი ეთნოსის გადასარჩენად. აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთთან  მტრობა არ გვაქვს, შესაბამისად, არც საბოდიშოა არაფერი; ორივე ერი მსხვერპლია რუსეთის კავკასიური პოლიტიკისა; ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იყო "აფხაზეთი ქართველებისა და აფხაზების გარეშე" (და ეს უკვე თითქმის მიღწეულია). 

4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსული ანექსიის პირობეში გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი აფხაზი ეთნოსის გადარჩენის პროცესში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ  თურქეთში, ასევე, საქართველოს არაოკუპირებულ მხარეებსა თუ ქალაქებში (ბათუმში, თბილისში, ზუგდიდში...)  მცხოვრები ეთნიკური აფხაზები; ჩემი დაკვირვებით მათ უფრო აღელვებთ აფხაზური ენისა და კულტურის ბედი, ვიდრე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ ზოგ პრორუს აფხაზს.

5. საქართველოს, ქართველი ერის, აფხაზების, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დამცველი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში დროულად რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია უახლოეს წარსულში მომხდარი სახელმწიფო დანაშაულების (კანონიერი ხელისუფლების დამხობა, თბილისში, სამეგრელოში, ცხინვალის მხარესა და აფხაზეთში სისხლიანი ანგარიშსწორებები, პრეზიდენტის მკვლელობა...) სამართლებრივი შეფასება სასამართლოს წესით.





[1] http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=8003&lang=geo

[2] http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=8003&lang=geo
[3] კამპანია "ბოდიში" https://www.youtube.com/watch?v=tRwJaA71KRU (მე-18 წუთი)
[4] კამპანია "ბოდიში" https://www.youtube.com/watch?v=tRwJaA71KRU (32- წუთი)
[5] კამპანია "ბოდიში" https://www.youtube.com/watch?v=tRwJaA71KRU (33- წუთი)
[6] კამპანია "ბოდიში" https://www.youtube.com/watch?v=tRwJaA71KRU (25- წუთი)
[7] http://www.humanrights.ge/index.php?a=text&pid=6690&lang=geo