რადიო "თავისუფლების" რესპოდენტთა
ნახევრადსიმართლე
ცხინვალის კონფლიქტის მიზეზების შესახებ
თბილისისთვის უკვე ჩვეულებრივ საცობში
ყოფნისას ამ უდროობაში სრულად მოვისმინე რადიო "თავისუფლების" გადაცმა
"გადაკვეთის წერტილი", სადაც საუბარი იყო ცხინვალის მხარეში არსებული კონფლიქტის
მიზეზების შესახებ.
პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით; გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კი კონფლიქტოლოგიისა და
მშვიდობის დამყარებისათვის მუშაობს, ამიტომ, ვფიქრობ, საქმეს
წაადგება ჩვენი კომენტარი.
გადაცემის სტუმრები იყვნენ: თაკო თოლორდავა, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი და
რუსიკო მარშანია, „ბერგჰოფის ფონდის“ წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციისა „პირისპირ“ – ჩამოთვლილ საკითხებზე გველაპარაკებიან. საუბარს უძღვებოდა ნინო ხარაძე.
თავისთავად საინტერესო იყო ცხინვალელი
რესპოდენტების ცალმხრივი ხედვაც, მაგრამ აუცილებელი იყო მათი სუბიექტურად აღქმული
ფაქტების დაბალანსება.
თავიდანვე აღვნიშნავ, რომ შეცდომაა როგორც
ცხინვალის, ასევე, აფხაზეთის კონფლიქტის სახელდება ეთნოკუნფლიქტად და ქართველებია
და ოსების შერიგებაზე საუბარი.
დროა,
ყველამ გაიგოს: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველებიცა და ოსებიც რუსეთისაგან
მართული პროცესის მსხვერპლნი არიან!
ქართველთა და ოსთა დიდი ნაწილი არ იყო
ჩართული ამ დაპირისპირებაში, რამდენადაც ბევრმა იცოდა, რომ ამ კონფლიქტის
მაპროვოცირებელი იყო კრემლი, რომელმაც ოსებისა და აფხაზების ნაწილის გამოყენებით
დააბრკოლა საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისათვის...
ამ ფონზე უბრალოდ, უსამართლობაა,
კონფლიქტის მიზეზად ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ზვიად გამსახურდიას გაყალბებული
ფრაზების წარმოჩენა...
სამწუხაროდ, გადაცემაში საერთოდ არ განიხილეს
რუსეთის მთავარი როლი; ასეთი ნახევრადსიმართლით დაახლოების გზაზე ვერ გავალთ.
ასახელებული კონფლიქტების ისტორიას როცა
ვაანალიზებთ, რუსეთის ფაქტორის გამორიცხვა საქმეს უფრო ართულებს და გვაშორებს
შერიგებას!
აუცილებელია, ქართველებმაც, ოსებმაც და აფხაზებმაც კარგად გააცნობიერონ, რომ ორივე კონფლიქტი დაგეგმა და განახორციელა რუსეთმა კავკასიელთა ნაწილის გამოყენებით.
აუცილებელია, ქართველებმაც, ოსებმაც და აფხაზებმაც კარგად გააცნობიერონ, რომ ორივე კონფლიქტი დაგეგმა და განახორციელა რუსეთმა კავკასიელთა ნაწილის გამოყენებით.
გადაცემის წამყვანსა და ქართველ
რესპოდენტებს შევახსენებ სამ არსებით ფაქტს:
1989 წლის 10 ნოემბერი:
რუსეთის სპეცსამსახურებისგან მართული „ადამონ ნიხასის“ აქტიური ზემოქმედებით, უხეშად დაირღვა რა სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა სესიის მოწვევის წესი, ჩატარდა სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის მეოცე
მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს
XII საგანგებო სესია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ:
გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის გარდაქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.
სესიამ მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს
და სსრკ უზენაეს საბჭოს, რათა განეხილათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი.
გარდა ამისა, სესიამ
მიიღო გადაწყვეტილება „ოსური
ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ სამხრეთ ოსეთის მეოცე
მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო
საბჭოს 1989 წლის 26 სექტემბრის XI სესიის
გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეცვლის შესახებ. ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა არის ოსური
ენა; ოლქში ქართული და რუსული ენების
თავისუფალი და თანასწორუფლებიანი ფუნქციონირება ხორციელდება სსრ კავშირის ენობრივი პოლიტიკის თანახმად (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. 1165, ანაწ. 8, საქ. 2852, ფურც. 62-54).
1989 წლის 16 ნოემბერი - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1989 წლის 10 ნოემბერის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიის გადაწყვეტილებათა შესახებ. დადგენილება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს, ორგანიზაცია „ადამონ ნიხასის“ წარმომადგენელთა მუქარითა და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ 25 ნოემბერი დაადგინა, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, „ადამონ ნიხასის“ აქტიური ზემოქმედებით სესია მაინც 10 ნოემბერს გაიმართა. იმის გამო, რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომელიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა გაეუქმებინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო ( საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1989, №11, გვ. 7-8).
ამის შემდეგ "ადამონ ნიხასი" ააქტიურებს ანტიქართულ
და საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობას, რომელსაც ფაქრობრივად მხარს უჭერს სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელისუფლებაც.
სწორედ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა
და "ადამონ ნიხასის" ანტიქართულსახელმწიფოებრივი ქმედების საპასუხოდ 1989 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების წინამძღოლობით, მარშით დაიძრა ცხინვალისკენ; დაძაბულობა რომ არ გაემწვავებონათ,
ქართველები ცხინვალში არ შევიდნენ, მაგრამ კრემლის პროპაგანდამ ეს მშვიდობიანი მარში
და ქართველთა ემოცია კარგად გამოიყენა ქართულ-ოსური დაპირისპირების პროვოცირებისათვის,
რათა შეენიღმა საქართველოს წინააღმდეგ
რუსეთის იმპერიული აგრესია.
ფაქტია ისიც,
რომ ოსური მხრიდან ეს აღქმული იქნა, როგორც ქართული საზოგადოების მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა.
კონფლიქტი უკიდურესად გაამწვავა 1990 წლის 20 სექტემბრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მე-20 მოწვევის მე-14 სესიამ, რომელმაც მიიღო დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“ რომელშიც გამოცხადებულია ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის ხელშეუხებელი უფლება. ნათქვამი იყო, რომ ოსი ხალხის “შემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა...“; რომ „სამხრეთ ოსეთი ცხადდება საერთაშორისო სამართლისა და საკავშირო ხელშეკრულების სუბიექტად...“. ამავე დეკლარაციაში განცხადებული იყო, რომ „ავტონომიური ოლქი უნდა გარდაქმნილიყო სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“. კერძოდ, სესია ადგენდა:
1. სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად; 2. ეთხოვოს სსრკ უმაღლეს საბჭოს
სამხრეთ ოსეთის მიღება
სსრკ-ში ფედერაციის დამოუკიდებელ სუბიექტად; 3. ეთხოვოს სსრკ რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმება.
სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს არ ჰქონდა უფლება, მიიღო გადაწყვეტლება საქართველოს შემადგენლობიდან ფაქტობრივი გასვლის შესახებ...
კარგი იქნება, გადაცემის ოს რესპოდენტებსაც
და, ზოგადად, ცხინვალის მხარის მოსახლეობასაც, ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია.
დოკუმენტური მასალისათვის იხ.:
No comments:
Post a Comment