პოლიტოლოგიის დოქტორი, პროფესორი სტივენ ჯონსი:
„დღეს რთულია
საუბარი იმაზე,
თუ საქართველო როდის გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი“
საქართველოს
საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა
ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში 2016 წლის 24 ნოემბერს შედგა საინტერესო
შეხვედრა ამერიკელ პოლიტოლოგთან, ისტორიის დოქტორთან, სტივენ ჯონსთან. სტუმრის
საჯარო ლექციისა და დისკუსიის თემა იყო: "2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნები
ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს პერსპექტივები".
შეხვედრა
შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ისაუბრა ბ-ნი სტივენ ჯონსის სამეცნიერო
მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ სტუმარს მივესალმე ქართველოლოგიის ცენტეის სახელით და დაგეგმილი ლექციის კონტექსტში ჩვენთვის
მნიშვნელოვანი რამდენიმე თემა გავააქტუალურე; კერძოდ, ვთქვი:
„რთულ
გეოპოლიტიკურ ველში არსებული საქართველოს ბედი დიდწილადაა დამოკიდებული არამხოლოდ
მეზობელთა ღირსებასა თუ აგრესიაზე, არამედ მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოებში
მიმდინარე პროცესებზე, რამდენადაც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ქმედებანი,
არაიშვიათად, გავლენას ახდენს მცირე ტერიტორიის მქონე სახელმწიფოების ბედზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების
შემდეგ მსოფლიო ცვლილებების მოლოდინშია, თუმცა, ყველასათვის ბუნდოვანია, რა იქნება;
ვფიქრობ, ბევრი რამ ბუნდოვანია თავად დონალდ ტრამპისთვისაც.
საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) მოლოდინის დასაბალანსებლად აუცილებელია მეტი დროული ინფორმაცია და შექმნილი რეალობის მრავალწახნაგოვანი ანალიზი. სწორედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინის დაბალანსების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ დაიგეგმა ეს დისკუსიაც, რომელსაც ესწრებიან სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტების წარმომადგენლები.
საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) მოლოდინის დასაბალანსებლად აუცილებელია მეტი დროული ინფორმაცია და შექმნილი რეალობის მრავალწახნაგოვანი ანალიზი. სწორედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინის დაბალანსების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ დაიგეგმა ეს დისკუსიაც, რომელსაც ესწრებიან სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტების წარმომადგენლები.
ლექციისა
და დისკუსიის დაწყებამდე საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ აგრესიული იმპერიების მეზობელი მცირეტერიტორიანი
საქართველო ბოლო საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ იყო დასავლეთის მოიმედე, მაგრამ
პროდასავლური ორიენტირების გამო არაერთხელ დაისაჯა ქართველი ერი. ბოლო
პერიოდში ეს მოხდა 1991 წელს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენა გამოვაცხადეთ და პარლამეტის
საგანგებო აქტით საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის უპირატესობას გავუსვით ხაზი,
თუმცა, მაინც მარტონი დავრჩით აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ:
დამოუკიდებლობის
აღდგენის გამომცხადებელი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, დასავლეთის
წაყრუების ფონზე დაამხო რუსეთის იმპერიამ; დაამხო იმიტომ, რომ საქართველოზე
გავლენის დაკარგვით რუსეთი კავკასიასაც
კარგავდა. ამავე მიზეზმა განაპირობა რუსეთის აგრესია 2008 წელსაც, როდესაც
საქართველომ პლებისციტით მხარი დაუჭირა „ნატოში“ გაწევრიანებას:
2008
წელს დასავლეთის ნაკლებეფექტური მხარდაჭერის ფონზე, პლებისციტის საპასუხოდ, რუსეთმა
მოახდინა საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის
ანექსია...
დღეს,
ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რას უნდა ელოდოს საქართველო?“ - ასეთი
კითხვით დავასრულე ჩემი გამოსვლა.
პროფესორმა
სტივენ ჯონსმა სიღრმისეულად მიმოიხილა ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო
სისტემა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები; ბოლოს კი შეეხო
საქართველოს თემასაც; კერძოდ, საქართველოს კონტექსტში მან აღნიშნა:
„დღეს
რთულია საუბარი იმაზე, თუ საქართველო როდის გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი,
მაგრამ აუცილებელია, საქართველომ ამ მიმართულებით იმოძრაოს და მეტი მხარდაჭერა
მოიპოვოს დასავლეთის ცალკეული სახელმწიფოებისაგან, რომ რუსეთმა ისევ არ გაანადგუროს
საქართველოს დამოუკიდებლობა“...
დასასრულს,
ბ-ნმა სიტივენ ჯონსმა უპასუხა სტუდენტთა და პროფესორთა შეკითხვებს.
No comments:
Post a Comment