Monday, 21 October 2013

ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი

ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი



ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი? საქართველოსთვის ეს კითხვა არ არის აქტუალური იმიტომ, რომ ეს უკვე გარკვეულია, სულ მცირე, 16 საუკუნეა:
IV საუკუნეში, როცა ერთმანეთს უპირისპირდებოდა ქრისტიანობაზე ორიენტირებული დასავლეთი და ირანის აღმოსავლური იმპერია, საქართველოს სახელმწიფომ ევროპის ბევრ სახელმწიფომდე ადრე გააკეთა არააზიური არჩევანი (ამ ისტორიული არჩევანის შესახებ მალე გამოვაქვეყნებ ჩემს ვრცელ წერილს).
სიმბოლურია, რომ სიტყვა-ფორმა "ევროკავშირისგან" /European Union/ განსხვავებით "ევრაზიური კავშირში" /Еврази́йский Сою́з/ არსებითადაა სეგმენტირებული სიტყვა: ევროპა".
 ევრაზიის უპერსპექტივო კავშირი ბევრი რამით ჰგავს სხვა აღმოსავლურ დიქტატურებს; პირველ რიგში, მეზობლების, მეგობრობისა თუ პარტნიორებისადმი აგრესიით, მუქარით და ბრმა მორჩილების მოთხოვნით.
 ამჟამად მიმდინარე რუსეთის მიერ ე.წ. "საზღვრის გადმოწევები" ოკუპაციის გაგრძელებაცა და მუქარაც: პუტინს სურს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ლიდერები შევარდნაძის მსგავსად დაჩოქილი ეახლონ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიგი "გადატრიელებით" /პუტჩით/ იმუქრება.

დღეს სხვა დროა: ხალხი აღარ იქნება პასიური, ვინაიდან დიდმა უმრავლესობამ იცის:
ევროკავშირი ცივილიზებული დიალოგის სივრცეა, ევრაზიული კავშირი კი - მონური მორჩილებისა (ბრმა მორჩილებით რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების სამსახურში!).

p.s. ხანმოკლე იქნება უიდეოლოგო იმპერიის მიერ ენერგორესურსების გადაკეტვითა თუ ოკუპაციით ძალადობის პერიოდი; თუმცა, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ნებისყოფა აუცილებელია!

No comments:

Post a Comment